სიახლები

30-11--0001 წითელი კომბოსტოს თვისებები

ინდიკატორის აღალდის დამზადება წითელი კომბოსტოსაგან ქიმიურ ლაბორატორიაში ხსნარის pH-ის დასადგენად იყენებენ უნივერსალურ ინდიკატორს - ქაღალდის წვრილ ზოლებს, რომლებიც სპეციალური ნაერთებით არის გაჟღენთილი. ეს ნაერთები სხვადასხვა pH- ზე განსხვავებულ ფერს ღებულობენ. ქაღალდებს თან ახლავს სპეციალური შკალა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რომელ ფერს pH-ის რა მნიშვნელობა შეესაბამება. საკვლევი ხსნარით დასველების შემდეგ ქაღალდი გარკვეულ ფერს იღებს, რომელსაც ფერების შკალას ადარებენ და ამით ადგენენ ხსნარის pH-ს. pH-ის ინდიკატორად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ნაერთი, რომელიც ფუძე, მჟავა და ნეიტრალურ არეებში განსხვავებულ შეფერილობას იღებს. პიგმენტები, რომლებიც მცენარეთა ლურჯ, წითელ და იისფერ შეფერილობას განაპირობებენ, pH-ის ცვლილებისას ფერს იცვლიან, ამიტომ ისინი ბუნებრივ ინდიკატორებს წარმოადგენენ. ასეთი ნაერთებით განსაკუთრებით მდიდარია წითელი კომბოსტო

ნანახია 2205-ჯერ